ხვიჩა კვარაცხელიათი იტალიური გრანდები ინტერესდებიან
ცნობილმა მენეჯერმა, მამუკა ჯუღელმა საქართველოს პირველი არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ის გუნდები დაასახელა, რომელთაც საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის, 19 წლის ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება სურთ.
„ინტერესი გამოავლინა „ინტერმა“, „იუვენტუსმა“, „რომამ“ და „მილანმა“, „დორტმუნდმაც“. ეს ნაღდი ვარიანტებია და არ არის მოჭორილი. ასევე ვადასტურებ, რომ „ნაპოლიც“ გააქტიურდა და გუნდის წარმომადგენლები კონტაქტზე გამოვიდნენ. ეგაა, პანდემიის დროს ურთიერთობები გართულებულია. ახლა მსოფლიოს შესარჩევი დაიწყება და მის დონეს ესპანეთთან, შვედეთთან და საბერძნეთთანაც შეამოწმებენ. მიმაჩნია, რომ ის აუცილებლად ტოპ-გუნდში მოხვდება“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მამუკა ჯუღელი.
ცნობილმა მენეჯერმა არც ის გამორიცხა, რომ ხვიჩას ტრანსფერი სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე, ანუ უხლოეს საათებში განხორციელდეს. „გამორიცხული არ არის, რომ ხვიჩა ახალ კლუბში ახლავე წაიყვანონ. მთავარია, რომ „რუბინს“ მისაღები წინადადებით მიმართონ, გუნდი ხელს არავის შეუშლის. კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმონოვი ხვიჩას წარმატებით არის დაინტერესებული და საქართველოს ნაკრების გულშემატკივარია, კვარაცხელია კი მართლაც გამორჩეულია. ხვიჩა „რუბინის“ ბაზაზე ცხოვრობს, ვარჯიშობს და ძინავს. კვარაცხელია ისეთი ტალანტი და პროფესიონალია, 40-50 წელიწადში ერთხელ რომ იბადებიან“, – აცხადებს ჯუღელი.
წყარო: 1tv.ge