ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის “ლოკომოტივს” გაუტანა და არ აღნიშნა (ვიდეო)
რუსეთის პრემიერ ლიგის გახსნით ტურში მოსკოვის “ლოკომოტივმა” საკუთარ კედლებში ყაზანის “რუბინი” მიიღო. მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.
როგორც მოგეხსენებათ, ორივე კლუბის რიგებში ასპარეზობენ ქართველი ფეხბურთელები. “ლოკომოტივში” მოასპარეზე სოლომონ კვირკველიამ დღევანდელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა გაურკვეველი მიზეზების გამო.
სამაგიეროდ, ძირითადში მოხვდა “რუბინის” 18 წლის ნახევარმცველი ზურა დავითაშვილი, რომელიც შეხვედრის 66-ე წუთზე მისმა თანატოლმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვალა. ხვიჩამ მატჩის 76-ე წუთზე გამათანაბრებელი გოლის გატანა შეძლო (რომელიც არ აღნიშნა) და თავის ახალ გუნდს ერთი ქულა მოუტანა. სათადარიგოთა შემადგენლობაში იმყოფებოდა ბექა მიქელთაძე.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო ექვსი თვე სწორედ “ლოკომოტივის” რიგებში გაატარა, თუმცა მოულოდნელად, რამდენიმე დღის წინ, “რუბინში” გადაბარგდა. სწორედ ამიტომ არ აღნიშნა გოლი ხვიჩამ.