ხვიჩა, შენი დროა, წამოდი და დააღწიე თავი რუსეთს!
1) UEFA-მ და FIFA-მ ყველა რუსული გუნდი საერთაშორისო ტურნირებიდან მოხსნეს და დისკვალიფიკაცია დაუწესეს.
2) საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის “ცსკა” დატოვა და “ცსკა” არ აპირებს მასთან სამართლებრივი დავა წამოიწყოს.
3) რუსეთს დასავლეთმა უმძიმესი სანქციები დააკისრა და რუსული საფინანსო სისტემა ჩამოშლის პირას არის.
ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის მთავარი იმედია და დღეს, რეალურად, მასზე უფრო დიდი ტალანტი საქართველოს არ ჰყავს. მას ახლა აქვს იდეალური შანსი, დატოვოს რუსეთი და კარიერა, თუნდაც დროებით, რამდენიმე თვით ეროვნულ ლიგაში გააგრძელოს, საიდანაც მალე ევროპაში შეძლებს წასვლას.
თუ რუსეთში ყველაზე გამორჩეულმა “ცსკა”-მ შენგელიას მიმართ დავა არ წამოიწყო, რატომ არ უნდა წამოვიდეს კვარა? თუ შენგელიასთვის გადაწმყვეტი აღმოჩნდა უკრაინასთან ომი, რატომ არ უნდა იყოს ეს გადაწმყვეტი კვარასთვის?
ხვიჩა, გახდი მაგალითი სხვებისთვის, მიიღე სწორი გადაწყვეტილება!