“ხვიჩას ურთულესი პერიოდი აქვს”

იტალიური მედია “ნაპოლის” ბოლოდროინდელ წარუმატებლობებზე წერს და ამ ყველაფერს დიდწილად კვარაცხელიას თამაშს აწერს.
“ქართველის შედეგიანობამ იკლო, შესაბამისად, “ნაპოლიც” ვეღარ იგებს. “სალერტინასთან” მისმა ასპარეზობამ უღიმღამოდ ჩაიარა. კრიზისზე საუბარი არც არის, მაგრამ ფაქტია, დიდი ხანია, ქართველს შედეგიანი ქმედება არ გაუკეთებია. ზოგადად, “ნაპოლისაც” და მასსაც ურთულესი პერიოდი აქვს. გუნდი მთელ სეზონს ერთი ამოსუნქთვით ვერ ჩაატარებდა და ბოლოს პრობლემები დაეწყო. კარგია, რომ ჩემპიონატი უკვე მოგებულია და ამ მხრივ, აღარაფერი შეიცვლება”
“ხვიჩა მეტად პროგნოზირებადი გახდი. პირველი სეზონის ასეთ დიდ დონეზე ჩატარება, რა თქმა უნდა, დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან არის დაკავშირებული და შესაძლოა, ესაც არის. სულ მალე კლუბი ტიტულს მოიგებს და იმედია, ეს ყველა მსგავს პრობლემას მოხსნის”
“დე ლაურენტისმა უნდა იფიქროს ფეხბურთელების გაყიდვაზეც, მაგრამ პირველ რიგში, ძლიერი “ნაპოლის” შენარჩუნებაზე”
კვარაცხელია ნეაპოლში სულ მცირე კიდევ ერთი წელი დარჩება, რასაც დანამდვილებით ოსიმენზე ვერ ვიტყვით.