კიელინი: “დაცვაში უფრო უკეთ თამაში შეგვიძლია”
დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსმა” სტუმრად “მონაკო” ანგარიშით, 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი გონსალო იგუაინმა გაიტანა.
მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან “ბებერი ქალბატონის” მცველმა, ჯორჯო კიელინიმ ისაუბრა.
“სტუმრად გატანილი ორი გოლი ძალიან მნიშვნელოვანია. გახარებულები ვართ, თუმცა ვფიქრობ დაცვაში უკეთესად თამაში შეგვიძლია. ასევე, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ფანტასტიკურ შემტევებს უფრო მეტი მომენტი შევუქმნათ.”
“ვულოცავ ალვეშსა და იგუაინს. მათთვის დღეს განსაკუთრებული საღამო იყო. მეტოქემ რამდენიმე რეალური შანსი შექმნა, თუმცა ჯიჯი იდეალურად გამოიყურებოდა.”
“კარდიფის ფინალს ვუახლოვდებით. სწორედ იმ ეტაპზე ვიყაით ორი წლის წინ, რომლიდან მოყოლებულიც ყოველ დღე ვიზრდებით,” – განაცხადა ჯორჯომ.