კიელინი: “გვარდიოლამ იტალიური დაცვითი ფეხბურთი გაანადგურა”
ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების მცველი ჯორჯო კიელინი მიიჩნევს, რომ “მანჩესტერ სიტის” თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ თავისი სამწვრთნელო მეთოდებით იტალიური ფეხბურთის დაცვითი სტილი დაანგრია.
“გვარდიოლამ იტალიური დაცვითი ფეხბურთი დაანგრია. ის შესანიშნავი მწვრთნელია. იტალიელმა სპეციალისტებმა რატომღაც მისი კოპირება სცადეს, მაგრამ მათ საჭირო უნარები არ გააჩნიათ. ამ მიზეზის გამო უკანასკნელ ათ წელიწადში ჩვენი იდენტობა დავკარგეთ.
ჩვენი სტილი ისეთმა ფეხბურთელებმა შექმნეს, როგორებიც იყვნენ მალდინი, ბარეზი, კანავარო, ბერგომი… 1984-1995 წლებს შორის დაბადებულ მოთამაშეთა შორის მხოლოდ ლეონარდო ბონუჩი გვყავს. ათი წლის შემდეგ კარგი მცველი საერთოდ აღარ გვეყოლება. იმედია, იტალიური ფეხბურთის აღორძინება მოხერხდება. სწორედ ამ პრობლემის გამო ვერ მოვხვდით მსოფლიოს ჩემპიონატზე”, – ციტირებს კიელინის სიტყვებს “დეილი მეილი”.