კიელინი: “ინგლისის ნაკრებმა შვიდიდან ექვსი მატჩი საკუთარ მოედანზე ჩაატარა…”

თარიღი: ივლისი 9, 2021

იტალიის ნაკრების მცველმა, ჯორჯო კიელინიმ ინგლისის ნაკრების შესახებ კომენტარი გააკეთა.

“თავიდან ნახევარფინალში ჩვენს მეტოქედ საფრანგეთს უფრო ველოდით, ვიდრე ესპანეთს. გვეგონა, რომ ფრანგები ყველაზე ერთი ნაბიჯით წინ იქნებოდნენ. ვფიქრობდი იმასაც, რომ ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნებოდა. მათ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც, ფიზიკურად, შესანიშნავ ფორმაში არიან. მათი დამარცხება რთულია. ადვილი იყო იმის წინასწარმეტყველება, რომ ისინი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდოდნე, რადგან შვიდიდან ექვსი მატჩი საკუთარ მოედანზე ჩაატარეს”, – განაცხადა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალია და ესპანეთი ევრო 2020-ის ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან. მატჩი 11 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები