კიელინი: “ვიცოდით, რომ “ტოტენჰემი” დაცვაში ცუდად ითამაშებდა”
ტურინის “იუვენტუსის” მცველმა, ჯორჯო კიელინიმ “ტოტენჰემთან” გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ბიანკონერის” ფეხბურთელის თქმით, მათ იცოდნენ, რომ ლონდონელები დაცვაში სუსტად ითამაშებდნენ.
“რთული მატჩი გამოდგა. ვიცოდით, რომ გოლის გატანის შანსები გვექნებოდა, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა. წლებია, ამ ბირთვით ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ, რაც უდიდეს გამოცდილებას გვმატებს.
ვიცოდით, რომ “ტოტენჰემი” დაცვაში სუსტად ითამაშებდა და ეს გუნდი მენტალურადაც არ იქნებოდა ძლიერი. ვფიქრობ, გამოცდილებამ თავისი სიტყვა თქვა. ბრძოლას ვაგრძელებთ, ნებისმიერი გუნდისათვის რთული მეტოქე ვიქნებით”, – განაცხადა კიელინიმ.