კილიან მბაპე: “ასი პროცენტით მზად ვარ”

თარიღი: ივნისი 14, 2018

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს სრული მზადყოფნით ხვდება.

“ასი პროცენტით მზად ვარ. ვარჯიშის გაგრძელება მინდოდა, მაგრამ მწვრთნელებმა გასახდელში შესვლა მთხოვეს. ასეთი შემთხვევები ხდება ხოლმე. ასეთი რამ წარსულშიც მომსვლია და მომავალშიც მომივა”, – ციტირებს მბაპეს სიტყვებს l’Equipe.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათის ვარჯიშზე კილიან მბაპეს ადილ რამი შეეჯახა და ფრანგმა თავდამსხმელმა საწვრთნელი პროცესის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

საფრანგეთის ეროვნული გუნდი პირველ მატჩს ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 16 ივნისს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები