კილიან მბაპემ ლიონელ მესის რეკორდი დაამხო
22 ოქტომბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენი” სტუმრად “ბრიუგეს” დაუპირისპირდა და მეტოქე 5:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ჰეთ-თრიქი გაიფორმა კილიან მბაპემ, რის შემდეგაც მან ლიონელ მესის რეკორდი დაამხო. მბაპე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 15 გოლი გაიტანა. მან ეს 20 წლისა და 306 დღის ასაკში შეძლო.
აქამდე რეკორდს მესი ფლობდა, არგენტინელმა 15 გოლი 21 წლისა და 288 დღის ასაკში მოაგროვა. რაც შეეხება მესამე ადგილს, მას ლეგენდარული რაულ გონსალესი იკავებს (22 წლისა და 164 დღის).
15 – Youngest players to score 15 goals in Champions League:
🥇Kylian Mbappé – 20 years & 306 days
🥈Lionel Messi – 21 y & 288 d
🥉Raul – 22 y & 163 d
Early. #BRUPSG pic.twitter.com/mkcYCS6SI5
— OptaJean (@OptaJean) October 22, 2019