“კიოლნის” ნახევარმცველი: “ვარჯიშს გვაგრძელებინებენ, რაც არასწორია”
“კიოლნის” ნახევარმცველი, ბირჟე ვერსტრეტი, კლუბში შექმნილი ვითარებით უკმაყოფილოა. როგორც იცით, “კიოლნში” კორონავირუსი სამ ფეხბურთელს დაუდასტურდა, თუმცა გუნდი ვარჯიშს მაინც აგრძელებს.
“კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ინფიცირებულ წევრებთან კონტაქტი საერთოდ არ გვქონია, სიმართლეს არ შეესაბამება.
დიდი იმედი მაქვს, რომ ინფიცირებულთა რიცხვი არ გაიზრდება. თუმცა ამავდროულად ვაანალიზებ, თუ რამდენად მარტივად ვრცელდება ვირუსი. ამ მომენტისთვის კარანტინში არ გადავუყვანივართ და ვარჯიშს გვაგრძელებინებენ, რაც არასწორია.
ვთვლი, რომ ფეხბურთი ამჟამად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელვანი არ არის. ბოლო დროს ვნახე ფოტოები საავადმყოფოებიდან და ვაანალიზებ, რომ ვირუსი ჩვენთან ძალიან ახლოსაა. ამიტომაც უცნაურად მიმაჩნია, რომ ყველაფერი ძველებურად გრძელდება,” – აცხადებს 26 წლის ფეხბურთელი.