კირკიტაძემ და ისიანმა “სამტრედიას” 4-ჯერ შეუგდეს
ეროვნული ლიგის 29-ე ტურის აუტსაიდერებმა, ბოლნისის “სიონმა” და “სამტრედიამ” მიხეილ მესხზე უმნიშვნელოვანესი მატჩი გამართეს. “სიონმა” დათო კირკიტაძისა და ვილი ისიანის დუბლებით მეტოქე 4-2 დაამარცხა და 6 ქულა გახადა სხვაობა “სამტრედიასთან. მე-8 წუთზე კირკიტაძემ პენალტით გახსნა ანგარიში, ზუსტად 1 წუთში კოშკაძემ ბურთი ძეგლს გაარტყა და დასწრებაზე ცარიელ კარებში კირკიტამ მე-2 გოლი შეაგდო. ეს მისი მე-6 გოლია ყოფილი კლუბის კარში (წინა წრეში დათომ პოკერი შეასრულა). მე-14 წუთზე ოლეგ მამასახლისმა კარიერაში პირველი პენალტი გააფუჭა. მეორე ტაიმში კუჭუხიძემ მინიმალურამდე შეამცირა ანგარიში, თუმცა მოედანზე შემოსვლიდან 2 წუთში ისიანმა უპასუხა. 65-ზე ფანცულაიას 11-იანიც ვნახეთ და ისიანმა 4-2 შეხვედრის ბოლოს დააფიქსირა.
“სიონს” გამარჯვების შემდეგ 24 ქულა დაუგროვდა და მე-8 პოზიციაზეა. “სამტრედიას” 18 ქულა და მე-9 ადგილი ეკუთვნის.
სიონი 4-2 სამტრედია
გოლები: კირკიტაძე 8/9, ისიანი 57/79 – კუჭუხიძე 54, ფანცულაია 65
სიონი: ზარქუა – მინდორაშვილი, თომაშვილი, გურეშიძე, გიორბელიძე – კოშკაძე (სიხარულია 46), ხმალაძე, დათუნაიშვილი, კირკიტაძე, ლეჟავა (ისიანი 55) – მახარობლიძე (ნოზაძე 87)
მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე
სამტრედია: კუპატაძე – ჩაჩუა (კოშმანი 76), გოგიაშვილი, ფატიჩი, კერძევაძე, ენდელაძე (ფანცულაია 46) – მამასახლისი, ლიპარტია, ტუღუში, კუჭუხიძე, გორელიშვილი (მაქაცარია 72)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია