კიტეიშვილი: “არ გვეშინია იმ გუნდის, რომელიც ევროტურნირებზე ხშირად ხვდება!”
ხვალ “ჩემპიონთა ლიგის” მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართება. თავის მატჩს გამართავს თბილისის “დინამო”, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ადგილობრივ “დინამოს” დაუპირისპირდება.
Fanebi.Com-ი დაუკავშირდა ქართული გუნდის ერთ-ერთ მოთამაშეს, ოთარ კიტეიშვილს და ნახსენებ თამაშთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა.
“ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ზაგრების “დინამო” ძალიან რთული მეტოქეა. ისინი ბოლო წლებში ხშირად თამაშობენ ევროტურნირებზე, მაგრამ ჩვენ მათი არ გვეშინია! გვაქვს ჩვენი თავის იმედი. გპირდებით, თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს გააკეთებს წარმატების მისაღწევად. მოკლედ, არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემა კოლექტივს არ აქვს.”
“რაც შეეხება ფიზიკურ ფაქტორს… ამ მხრივ არის რაღაც ტრავმები, მაგრამ გვაქვს იმის რესურსი, რომ დანაკლისი სრულიად შევავსოთ და ნახსენები პრობლემა გუნდის ასპარეზობაზე ოდნავადაც არ აისახოს.”
“მთავარი მიზანი პირველ შეხვერდაში არწაგება იქნება. ყველაფერი კი თბილისში გადაწყდება,” – განაცხადა ახალგაზრდა “დინამოელმა”.