კიტეშვილი: “ჩვეული ბრძოლისუნარიანობა გამოვავლინეთ, რამაც შედეგი გამოიღო”

თარიღი: მაისი 22, 2017

გუშინ ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურში თბილისის “დინამომ” სამტრედიის “სამტრედია” მიიღო. მასპინძლებმა თავიდან ორი გოლი გაიტანეს, მაგრამ “სამტრედიამ” გაათანაბრა. თუმცა, ბოლო წუთზე ბაჩანა არაბულის თავურით “დინამომ” მაინც მოიპოვა სამი ქულა.

შეხვედრის შემდეგ Fanebi.Com-ს დედაქალაქელთა ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი ესაუბრა.

“ეროვნული ლიგის საუკეთესო მატჩი გამოვიდა. პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით და ორი გოლიც გავიტანეთ. მეორე ნახევარში ცოტა მოვეშვით, მეტოქეც უფრო აგრესიული გახდა და გაგვითანაბრეს. თუმცა, ჩვეული ბრძოლისუნარიანობა გამოვავლინეთ და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ.”

“ჩემპიონატში ბევრი გუნდი იბრძვის უმაღლესი მიზნისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩემპიონები გავხდეთ და გულშემატკივარს დიდი სიხარული ვაჩუქოთ,” – განაცხადა “კიტემ”.

მსგავსი სიახლეები