WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (144405) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

კითხვის ნიშნის ქვეშ

თარიღი: იანვარი 20, 2014

თეო უოლკოტის ტრავმის შემდეგ გადავწყვიტეთ იმ ფეხბურთელების გახსენება, რომლევიც მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვებას რისკავენ. 
თეო უოლკოტი (ინგლისი)

2014 წელი საკმაოდ უიღბლოდ დაიწყო “არსენალის” ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშისთვის. 4 იანვარს გამართულ ინგლისის თასის მატჩში, რომელიც “არსენალმა” “ტოტენჰემის” წინააღმდეგ გამართა, თეო ოულკოტმა საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო.

“დიდი დარტყმაა მთელი გუნდისათვის. ვუსურვებ მას უმოკლეს ვადებში გამოჯანმრთელებას” – განაცხადა არსენალის ფორვარდმა ლუკას პოდოლსკიმ.

რამოდენიმე დღის წინ უოლკოტს ოპერაცია გაუკეთა, რის შემდეგაც მკურნალობის ვადებიც დაზუსტდა. სამწუხაროდ, ფეხბურთელის რეაბილიტაცია რამოდენიმე თვეს გასტანს და უოლკოტს მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განუცხადა.

უოლკოტის ტრავმამ სერიოზული საფიქრალი ინგლისი ნაკრების მწვრთნელ, როი ჰოდჯონსაც გაუჩნა.

სამი ჰედირა ( გერმანია)

მუხლის ჯვარედინი იოგების დაზიანები ფეხბურთში საკმაოდ ხშირი ტრავმაა. მაგრამ ორმაგად საწყენია, როდესაც ასეთ მძიმე დაზიანებას ამხანაგურ შეხვედრაში ან ვარჯიშზე მიიღებ. მაგალითად სამი ჰედირამ ტრავმა იტალიისა და გერმანიის ამხანაგური მატჩის დროს მიიღო. ფეხბურთელი დაზიანების გამო მეორე ტაიმში შეცვალეს რის შემდეგაც ოპერაცია გაუკეთეს.

ესპანური პრესის ცნობით, ჰედირა ინდივიდუალურად ემზადება, რაშიც მას გერმანიის ნაკრების ფიზიოთერაპევტი კლაუს ედერი ეხმარება. აღდეგინითი პროგრამა მუნდიალამდე გამოჯანმრთელებაზეა გათვლილი. თუ ყველაფერი კარგად წავა, “რეალის” ფეხბურთელი გერმანიის ნაკრებს აუცილებლად დაეხმარება.

 

Самир Насри из-за травмы в матче с "Ньюкаслом" рискует пропустить чемпионат мира

სამირ ნასრი (საფრანგეთი)

“ნიუკასლი” – “მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი იანგა-მბივას და სამირ ნასრის შეჯახება იყო. ფრანგულიი “ავარიის” შედეგი კი, სამირის უმძიმესი ტრავმაა, რომელიც მას სავარაუდოდ მუნდიალზე წასვლაში შეუშლიდა ხელს.
თუმცა, რამოდენიმე დღეში ნასრიმ ტვიტერზე გაკეთებული შეტყობინებით ყველა დაამშვიდა და აღნიშნა, რომ აღდგენითი პროცესი მხოლოდ 2 თვეს წაიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგი ბრაზილიაში გაემგზავრება.

ჯუზეპე როსი (იტალია)

სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირის ტრავმა ნამდვილი დარტყმა იყო როგორც “ფიორეს” სამწვრთნელო შტაბისთვის, ასევე მთელი იტალიისთვის. მიმდინარე სეზონში როსი შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა და ერთ-ერთი ის ფეხბურთელი იყო, ვიზეც დიდი იმედებს ამყარებდნენ ბრაზილიაში.

“ლივორნოსთან” გამართული მატჩის შემდეგ როსის მუხლის მძიმე დაზიანება აღმოაჩნდა. ზოგადა ამ ტრავმის მკურნალობას სამი თვე სჭირდება, თუმცა როსის შემთხვევა განსაკუთრებულია. ასეთი ტიპის დაზიანება ფორვარდს უკვე მესამედ აქვს.

რობი კრუზი (ავსტრალია)

გასული წლის ბოლოს რობი კრუზი ავსტრალიის საუკეთესო ფეხბურთელად იქნა აღიარებული. რამოდენიმე დღის წინ კი, ფეხბურთელმა სერიოზული დაზიანება მიიღო “ლევერკუზენის” ვარჯიშის დროს. სამედიცინო შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ მუხლის ტრავმა მიიღო და აუცილებელ ქირურგიულ ჩარებას საჭიროებს. სავარაუდოდ კრუზი სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება ვერც “ლევერკუზენს” და ვერც ავსტრალიის ნაკრებს, სადაც მასზე ძალიან დიდი იმედებს ამყარებდნენ.

 

 



მსგავსი სიახლეები