კლას-იან ჰუნტელაარი ფეხბურთელის კარიერას ასრულებს
ამსტერდამის “აიაქსის” გამოცდილი თავდამსხმელი, კლას-იან ჰუნტელაარი, ფეხბურთელის კარიერას მიმდინარე სეზონის ბოლოს დაასრულებს. ინფორმაცია თავად ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა დაადასტურა.
“დიახ, კარიერის დასრულებას ვაპირებ. ამ გადაწყვეტილებაზე ბოლო დროს ბევრი ვიფიქრე. დასასრული მოახლოვდა და ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნება. სეზონის ბოლომდე სრული კონცენტრაციითა და სიამოვნებით გავაგრძელებ თამაშს.
თავდაპირველად დასვენებას ვაპირებ, მინდა ჩემ ოჯახთან ერთად გავატარო დრო. ჩემი კარიერა საკმაოდ მრავალფეროვანი გამოდგა და დასვენება ნამდვილად მჭირდება. შემდეგ კი მწვრთნელის ლიცენზიის აღებაზე ვიფიქრებ,” – ციტირებს ჰუნტელაარის სიტყვებს Fox Sports.
შეგახსენებთ, რომ კარიერის მანძილზე ჰუნტელაარი “აიაქსის”, “რეალის”, “მილანისა” და “შალკეს” რიგებში ასპარეზობა. მას ამ პერიოდში დაახლოებით 400 გოლი აქვს გატანილი.