კლატენბურგმა 2016 წლის ფინალში პეპესთვის ნაჩვენები ჟესტი გაიხსენა (ვიდეო)
დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა მსაჯმა, მარკ კლატენბურგმა, 2016 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში პეპესთვის ნაჩვენები ჟესტი გაიხსენა.
“ყოველთვის მეკითხებიან 2016 წლის ფინალზე, როდესაც ენით რაღაც გავაკეთე. პეპე მოედანზე იყო გაწოლილი და სიმულიანტობდა. გონებაში ვფიქრობდი – როგორი ნაზი ხარ ასეთი დიდი კაცის კვალობაზე?
მან ეს მატჩში რამდენჯერმე გააკეთა, უნდოდა, რომ “ატლეტიკოს” ფეხბურთელისთვის წითელი ბარათი მეჩვენებინა. შესაძლოა, სხვა მსაჯი პროვოკაციაზე წამოგებულიყო, მაგრამ მე კარგად მქონდა გაკვეთილი ნასწავლი.
იმ ფინალში “რეალმა” პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგო, თუმცა შესვენებაზე როგორც ვნახეთ, გოლი თამაშგარიდან იყო გატანილი.
მეორე ტაიმში, როდესაც პეპე ტორესზე დაჯარიმდა, პენალტი დავნიშნე. პეპ გაცოფებული იყო და მითხრა, რომ თერთმეტმეტრიანი არ იყო დასანიშნი. მე კი ვუთხარი, რომ პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო და მოვაკეტინე,” – აცხადებს კლატენბურგი.