კლაუდიო რანიერიმ გადაწყვეტილება მიიღო
“ლესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ის სხვა ევროპულ კლუბებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს და აღნიშნა, რომ სიამოვნებით დარჩებოდა ინგლისში კარიერის ბოლომდე.
“ლესტერში” თავს მშვენივრად ვგრძნობ და კლუბის დატოვებაზე არ ვფიქრობ. ვფიქრობ, რომ “ლესტერი” ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ბოლო კლუბი იქნება.
იმედი მაქვს, რომ “ლესტერის” ხელმძღვანელები გრძელვადიან კონტრაქტს შემომთავაზებენ. 6 ან თუნდაც 7-წლიანს. მინდა, რომ კარიერა სწორედ აქ დავასრულო.
სხვა კლუბებში გადასვლის შანსები ყოველთვის მქონდა. მე იღბლიანი ვარ და პირველ რიგში ვაყენებ იმას, რაც გულით მინდა. 30 წელია ვმუშაობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ერთგულებით კმაყოფილი ვარ.” – განაცხადა რანიერიმ, რომლის გუნდიც ძალიან ახლოსაა ინგლისის ჩემპიონობასთან.