კლაუდიო რანიერის მუშაობა ევროპაში სურს
ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა კლაუდიო რანიერიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ სად სურს სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება.
“ბოლო პერიოდში არაევროპული კლუბებისგან არაერთი შემოთავაზება მივიღე, მაგრამ მათ წინადადებებს არ დავთანხმდი. ევროპაში მუშაობა მინდა, ვინაიდან თავს ევროპელ მწვრთნელად მივიჩნევ.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანული ენა არ ვიცი, სიამოვნებით ვიმუშავებდი გერმანიაში. საინტერესო იქნებოდა მწვრთნელობა პორტუგალიაშიც, სადაც ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი თამაშობს”, – ციტირებს რანიერის სიტყვებს “კალჩომერკატო”.
უკანასკნელი ინფორმაციით, კალუდიო რანიერის კანდიდატურით დაინტერესებულია ფრანგული “ბორდო”. შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი ბოლოს “ნანტს” ხელმძღვანელობდა, რომელიც გასული სეზონის მიწურულს დატოვა.
კლაუდიო რანიერის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად “ლესტერ სიტისთან” ერთად ინგლისის პრემიერლიგის 2015-2016 წლების გათამაშების მოგება ითვლება.