კლაუდიო რანიერის ცრემლები, როცა “რომას” ფანებმა მას მადლობა გადაუხადეს (ვიდეო)
26 მაისს, იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში “რომამ” საკუთარ მოედანზე “პარმა” მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას, “რომას” ფანებმა ტრიბუნაზე ბანერი გამოფინეს და გუნდის მთავარ მწვრთნელს კლაუდიო რანიერის მადლობა გადაუხადეს. შეძახილების დროს, 67 წლის სპეციალისტმა ცრემლები ვერ შეიკავა.
“მისტერ რანიერი, იმ მომენტში, როცა ძალიან გვჭირდებოდი, შენ ზარს უპასუხე. ახლა მიიღე მადლობა შენი ხალხისაგან”, – ეწერა ბანერზე.
შეგახსენებთ, რომ რანიერი რომაელთა მთავარ მწვრთნელად 8 მარტს, მას შემდეგ დაინიშნა, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ ეუსებიო დი ფრანჩესკო გაათავისუფლა. მას კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმეს.
Touching moments as Roma fans send off Claudio Ranieri in his final match as interim manager for the club…#ASRoma
— RouteOneFootball (@RouteOneTweets) May 26, 2019