კლიმატურმა ცვილებებმა ოლიმპიური თამაშების კანდიდატი ქალაქების რაოდენობაზე გავლენა იქონია
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განმარტებით, ზამთრის ოლიმპიური თამაშების შესაძლო მასპინძლების რაოდენობაზე გავლენა იქონია კლიმატურმა ცვლილებებმა.
IOC-ის პრეზიდენტის მტკიცებით, კლიმატური ცვლილებების გამო ევროპის ქვეყნების მოქალაქენი თავიანთ ქალაქებს ზაფხულის სპორტის სახეობებზე გადართვისკენ მოუწოდებენ, ვიდრე ზამთრისაზე. მისი თქმით, გარკვეულწილად ამის მიზეზი ის არის, რომ მოქალაქეთა აზრით, მომავალ ათწლეულში თოვლის კლებას უნდა ველოდოთ.
„მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშები ერთმანეთისგან განვასხვავოთ, – ამბობს ბახი, – საცურაო აუზს ნებისმიერ ადგილზე ააგებ, მაგრამ სამთო თხილამურობისთვის მთის ფერდობის ქონა უფრო რთულია. ამ მხრივ ყოველთვის შეზღუდული ხარ.
ფაქტია, დღეს კლიმატური ცვლილების გამო, განსაკუთრებით კი ევროპაში, კანდიდატ ქალაქთა რაოდენობა შემცირებულია. ადამიანები ამბობენ, რომ ზამთრის სპორტის სახეობებში ინვესტირება აზრს კარგავს, რადგან ათ წელიწადში არ გვექნება ან არასაკმარისი თოვლი გვექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოსავალი მხოლოდ ხელოვნური თოვლი იქნება.
მიაჩნიათ, რომ დასაბანდებლად უკეთესი ზაფხულის რეგიონებია, სადაც სათხილამურო ტრასებს მაუნთინ ბაიკის ბილიკები ჩაანაცვლებს.“
სეოკ-ის პრესსამსახური