კლიუვერტი: “ეშმაკები ტიტულის პრედენტენდები არიან”

თარიღი: ოქტომბერი 11, 2014

პატრიკ კლიუვერტი ლუი ვან გაალს “მანჩესტერ იუნაიტედს” ტიტულის ერთ–ერთ მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევს.

“ლუი ვან გაალმა მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი ენერგია დახარჯა, მას შემდეგ მოუხდა რადიკალურად განსხვავებული გუნდის გაწვრთნა. ორი აზრი არ არსებობს, მას დრო სჭირდება რათა კლუბს მოერგოს. ბოლო თამაშებში “იუნაიტედმა” კარგი შთაბეჭდილება დატოვა. დარწმუნებული ვარ, ლუი მანჩესტერთან ერთად წარმატებების მიღწევას შეძლებს.”

“ჩელსი და სიტი მართლაც ძლიერიები არიან, მაგრამ სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. პრემიერ ლიგის მოგება? ვფიქრობ ეს ძნელია და არა შეუძლებელი.”

მსგავსი სიახლეები