კლოპი: 48 საათში ორი მატჩის ჩატარება დანაშაულია
“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი “მანჩესტერ სიტის” თავკაც პეპ გვარდიოლას გამოექომაგა და განაცხადა, რომ 48 საათში ორი მატჩის ჩატარება დანაშაულია.
“სიტი” 27 დეკემბერს “ვულვზს” დაუპირისპირდება, 29-ში კი “შეფილდ იუნაიტედს”. “ლივერპულს” დასასვენებლად ერთით მეტი დღე ექნება. პეპ გვარდიოლამ პრემიერ ლიგის ხელმძღვანელობას წერილი უკვე მისწერა. ესპანელმა სპეციალისტმა ასეთი გადატვირთული კალენდრის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.
“ბოქსინგ დეიზე” თამაში არცერთი მწვრთნელისთვის არ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ 27 დეკემბერსა და 29 დეკემბერს ორი მატჩის ჩატარება დანაშაულია. წელს, ჩვენ 26 და 29 დეკემბერს ვთამაშობთ და გვგონია, რომ ეს ჩვენთვის დღესასწაულია.
ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა ჰქონდეთ გუნდებს მატჩიდან მატჩამდე 48 საათზე მეტი. შეგვიძლია, ბევრი რამ ვთქვათ, მაგრამ არავინ გვისმენს. ყოველ წელს იგივე ხდება. ორგანიზმს აღდგენისათვის გარკვეული დრო ჭირდება, მაგრამ ამის იგნორირება ხდება”, – ციტირებს კლოპის სიტყვრებს Goal.Com.