კლოპი აღიარებს: “ინგლისური სერიალ “მეგობრების” დახმარებით ვისწავლე”
“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, აღიარებს, რომ ინგლისური ენის სწავლაში პოპულარული ამერიკული სატელევიზიო შოუ “მეგობრები” დაეხმარა.
“სიმართლე გითხრათ, ინგლისური სერიალ “მეგობრების” დახმარებით ვისწავლე, რადგანაც ისინი ძალიან გასაგებად საუბრობენ. ფილმებში უმეტესად თავისებური აქცენტით საუბრობენ და ცოტა არ იყოს რთული გასაგებია.
გერმანელებისთვის ყველაზე მარტივად გასაგები “მეგობრების” ინგლისურია. მათი დიალოგები ძალიან მარტივია. მათ მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა გესმით, რაც ძალიან კარგია,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.
კლოპმა ვერ გამოარჩია პერსონაჟი, რომელიც უფრო ახლოსაა მასთან – “გოგოები უფრო მეტად მომწონს ვიდრე ბიჭები, თუმცა გოგოების როლს როგორ ვითამაშებ?
ჯოუი? სამწუხაროდ, მე ცოტა უფრო ჭკვიანი ვარ, ვიდრე ჯოუის პერსონაჟი. თუმცა გოგოებთან მისსავით კარგად საუბარი არასოდეს გამომდიოდა,” – დაამატა კლოპმა.