კლოპი: “არ მგონია, ბატონი სიმეონე ჩვენთან დაწყვილებით ბედნიერი იყოს”
16 დეკემბერს გამართულ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფების წილისყრაზე იურგენ კლოპის “ლივერპული” დიეგო სიმეონეს “ატლეტიკოს” დაუწყვილდა. წილისყრის შემდეგ გერმანელმა სპეციალისტმა პრესასთან კომენტარი გააკეთა.
“ძალიან საინტერესოა შედეგია. წილისყრამდე, მართლა მიგრძნობდა გული, რომ მადრიდში მოგვიწევდა თამაში – “რეალთან” ან “ატლეტიკოსთან” და ასეც მოხდა. მადრიდი ის ქალაქია, რომელთანაც მხოლოდ ფანტასტიკური მოგონებები გვაკავშირებს. თუმცა ამჯერად ჩვენი მეტოქე “ატლეტიკო” იქნება.
ნამდვილად რთული წყვილია, თუმცა კარგად თუ დავაკვირდებით, უკვე ოთხი თუ ხუთი ფინალის დონის მატჩი გველის 1/16-ფინალურ ეტაპზე. ასე რომ, ძალიან ძალიან კარგი წილისყრა იყო.
რთული მატჩი გველის და ასეც უნდა იყოს. არ მგონიო, რომ ბატონი სიმეონე თავის ოთახში სიხარულისგან დარბოდეს და ჩვენთან დაწყვილებით ბედნიერი იყოს,” – აცხადებს იურგენ კლოპი.