კლოპი: “ბევრმა “ლივერპული” ნაადრევად ჩამოწერა”
მერსესაიდულმა “ლივერპულმა” პრემიერ ლიგაში ოთხმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. იურგენ კლოპის გუნდმა გასვლაზე “შეფილდ იუნაიტედი” ანგარიშით 0-2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ გერმანელმა სპეციალისტმა პრესასთან ისაუბრა.
“ბევრმა “ლივერპული” ნაადრევად ჩამოწერა. გასაკვირი არაფერია. არსებული პრობლემების მიუხედავად, სატურნირო ცხრილში არც თუ ისე შორს ვართ სასურველი პოზიციისგან.
ახალი, განსხვავებული გეგმა არ გვქონია. ყველაფერი ისე უნდა გაგვეკეთებინა, როგორც მიჩვეულები ვიყავით. მეტოქისთვის ჩვენი თამაში უნდა მოგვეხვია თავს.
პირველ ტაიმში სამჯერ შეგვეძლო გოლის გატანა, მაგრამ მომენტების რეალიზება ვერ შევძელით. მაგრამ ვაჩვენეთ, რომ ჩვენ ისევ აქ ვართ. “ჩელსისთან” მატჩში ეს კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ.
სავსებით ნორმალურია, რომ გვაკრიტიკებენ. კრიტიკა უნდა მივიღოთ და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ წინ წავიდეთ,” – განაცხადა კლოპმა.