კლოპი: “ბოდიშს ვიხდი, თავის შეკავება ვერ შევძელი”
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “ევერტონთან” მოგებული მატჩის შემდეგ ბოდიში მოიხადა.
როგორც იცით, “ლივერპულმა” “ევერტონი” 96-ე წუთზე დივოკ ორიჯის გოლით, 1:0 დაამარცხა. გოლის შემდეგ კლოპი მოედანზე შეიჭრა და ალისონს ჩაეხუტა. გერმანელი სპეციალისტი ბოდიშს სწორედ ამის გამო იხდის.
“ბოდიში უნდა მოვიხადო. არ მინდოდა, ვინმეს მიმართ უპატივცემულობა გამომეხატა, მაგრამ თავის შეკავება ვერ შევძელი. მინდორზე შერბენა დაგეგმილი არ მქონდა. როცა გაჩერება გადავწყვიტე, ჩემთან ახლოს ალისონი აღმოჩნდა. ის გაოცებული იყო”, – აცხადებს კლოპი.
Jurgen Klopp: "I have to apologise because I didn't want to be disrespectful but I couldn't stop myself. It just happened! The plan was not to run onto the pitch to celebrate! When I chose to stop I was close to Alisson. He was surprised!" pic.twitter.com/bmPzK4hBUG
— Mootaz Chehade (@MHChehade) December 2, 2018