კლოპი: „ბუნდესლიგაში მხოლოდ „ბაიერნს“ აქვს საქმე მოგვარებული“

თარიღი: აპრილი 12, 2014

გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ალიანს არენაზე“ შედგება, სადაც მიუნხენის „ბაიერნი“ სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე მყოფ დორტმუნდის „ბორუსიას“ შეხვდება. ბავარიელებს ბუნდესსასალათე უკვე განაღდებული აქვთ. სამაგიეროდ, დანარჩენი პოზიციებისთვის მიდის ბრძოლა.

ახლა ყველაზე დიდ ინტერესს ის იწვევს, თუ ვინ დაიკავებს ბუნდესლიგის მეორე ადგილს. გელზენკირხენის „შალკემ“ გუშინ ფრანკფურტის „აინტრახტი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში „ბორუსიას“ გაუთანაბრდა, თუმცა დორტმუნდელები ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით არ ჩამოქვეითებულან. „შალკესთან“ 3-ქულიანი სხვაობის აღსადგენად „ბორუსიას“ „ალიანს არენაზე“ „ბაიერნის“ დამარცხება მართებს. მართალია, ბავარიელებმა ჩემპიონობა უკვე გაინაღდეს, თუმცა არ შეიძლება იმის თქმა, რომ მოედანზე უმოტივაციოდ გავლენ. ბოლოს და ბოლოს, მათ არენაზე სათამაშოდ ბოლო წლების ყველაზე მედგარი კონკურენტი გამოვა.
დორტმუნდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „შალკესთან“ დაპირისპირებამდე აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა მის გუნდზე უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს.

„ბორუსიას“ ყველაფერი რიგზე აქვს. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო საკუთარი ძალების რწმენა არ დაგვიკარგავს. ყველას როდი შეუძლია ყოველ წელს ნახევარფინალამდე გასვლა. რამდენიმე მშვენიერი გუნდი სხვადასხვა მიზეზის გამო უფრო ადრეულ ეტაპზეც გამოვარდა ტურნირიდან. დავისაჯეთ იმიტომ, რომ მადრიდში ცუდად ვითამაშეთ. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მარცხი არ უნდა დავივიწყოთ.

ჩვენთვის გერმანიის ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა. „ბორუსიას“ ქულები სჭირდება იმისთვის, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ავტომატურად მოხვდეს. ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთ გუნდს აქვს საქმე მოგვარებული, ეს „ბაიერნია“. დანარჩენები დასახული მიზნის მისაღწევად ბრძოლას განაგრძობენ“, – განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კლოპმა.

მატჩი „ბაიერნსა“ და „ბორუსიას“ შორის დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრა Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ამ კვირის საკონკურსო მატჩთა სიაშია შეტანილი.

ბექა დოგრაშვილი



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მარიო გიოტცე ბუნდესლიგაში დაბრუნდა

ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი მარიო გიოტცე სამშობლოში დაბრუნდა. 30 წლის ფეხბურთელი ფრანკფურტის “აინტრახტის” ღირსებას დაიცავს. მხარეებს [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბაიერნში” სადიო მანეს ტრანსფერს ადასტურებენ

მიუნხენის “ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა დაადასტურა, რომ “ლივერპულის” თავდამსხმელი სადიო მანე კარიერას ბა...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფა ახალი საკლუბო ტურნირის შექმნაზე მუშაობს

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელობა ახალი ტურნირის შესაქმნელად სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. ფრანგული გამოცემა L’Équipe-ი წე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხუთი ცვლილების წესი მუდმივი გახდა

ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭომ მატჩში ხუთი ცვლილების წესი სამუდამოდ დაწესდა. როგორც მოგეხსენებათ, 2020 წელს კორონავირუსული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევანდოვსკი: “ჩემი დრო “ბაიერნში” დასრულებულია”

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ წასვლის შესახებ ისაუბრა. “ჩემი დრო “ბაიერნში” დასრულებულია. ვერან...
წაკითხვა
ფეხბურთი

სადიო მანე “ლივერპულს” ტოვებს

“ლივერპულის” თავდამსხმელმა სადიო მანემ მერსისაიდული გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნამდვილია თუ არა თასი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იღებს

დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია. ამ ღამეს “ლივერპულის” ან მადრიდის “რეალის” კაპიტანი თავზემოთ სანუკვარ თასს აიტაცებს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ოქროს ბუცი” ზედიზედ მეორედ

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი 2021-2022 წლების სეზონის შედეგებით “ოქროს ბუცის” მფლობელი გახდა. პოლონელმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჰამბურგმა” “ჰერტას” მოუგო – ჩაკვეტაძე კვლავ სკამზე დარჩა

ბუნდესლიგის პლეი-აუტში ერთმანეთს ბერლინის “ჰერტა” და “ჰამბურგი” უპირისპირდებიან. პირველი მატჩი რამდენიმე წუთის წინ მორჩა და [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კანი: “ლევანდოვსკიმ კონტრაქტი უნდა შეასრულოს!”

მიუნხენის “ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა გუნდიდან რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გამოსათხოვარი წერილი

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანი, რომელიც მომავალი სეზონიდან “მანჩესტერ სიტის” ღირსებას დაიცავს, გერმანულ გუნდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიდის

ავტორიტეტული გერმანული წყაროები იუწყებიან, რომ მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ კარიერის სხვა გუნდში გაგრძელების თაო...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფამ ევროტურნირების ახალი ფორმატი დაამტკიცა

დღეს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ევროტურნირების ახალი ფორმატი დაამტკიცეს. 2024-2025 წლების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბაიერნი” მანეს ტრანსფერზე მუშაობას იწყებს

გერმანული “სქაის” ინფორმაციით, “ლივერპულის” თავდამსხმელმა სადიო მანემ კარიერა შესაძლოა მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერლინგ ჰოლანმა “მანჩესტერ სიტიში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანმა დღეს, ბელგიაში, “მანჩესტერ ს...
წაკითხვა