კლოპი და „ბორუსია“ – დიდი ზღაპრის დასასრული

თარიღი: აპრილი 22, 2015

დორტმუნდის „ბორუსიამ“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იურგენ კლოპის წასვლა დაადასტურა, თანაც ეს გადაწყვეტილება თავად მწვრთნელმა მიიღო.

გემრანელ სპეციალისტს „ბორუსიასთან“ კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, რაც აქამდე მისი მხრიდან დიდ გეგმებზე მეტყველებს, თუმცა ახლა მან სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც პირველ რიგში, პატივისცემას იმსახურებს. თანაც, სად არის იმის გარანტია, რომ იურგენი დორტმუნდში არ გაახსენდებათ და რამდენიმე წლის შემდეგ ისევ არ მიიწვევენ? კლოპის აზრით, კლუბი მან იმიტომ დატოვა, რომ მის დონეს აღარ აკმაყოფილებდა.

სხვა მხვრივ, ისტორიას არაერთი მიზეზი ახსოვს, რომელზეც მწვრთნელები წასვლისას საჯაროდ არ საუბრობდნენ. იურგენმა ყველას მადლობა გადაუხადა, მაგრამ საეჭვოა, როცა ადამიანი, რომელმაც კლუბი ფეხზე დააყენა და საშალო დონის გუნდისგან გერმანიის ორგზის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ჩამოაყალიბა, ამბობს, რომ მის დონეს აღარ აკმაყოფილებს. ეგრედ წოდებული „დონე“ „ბორუსიაში“ სწორედ მან ჩამოაყალიბა. დორტმუნდში გატარებულ შვიდ წელიწადში კლოპს გუნდთან ერთად როგორც რთული, ისე წარმატებული პერიოდი აქვს გადატანილი.

მიმდინარე სეზონმა დაადასტურა, რომ ახლანდელ გუნდს ზაფხულში ახალი სტრატეგიის შემუშავება სჭირდება, რადგან მისი საჩემპიონი მარაგი ამოიწურა და მას „ახალი ხილი“ სჭირდება. კლოპს, შეგვიძლია, ადამიანური თვალსაზრისითაც გავუგოთ – მუდმივი ტრავმები და ლიდერების დაკარგვა მის საქმიანობაზე ყოველდღე მოქმედებდა. არაერთი მიზეზის გამო მან დორტმუნდში გუნდის სწორად მართვის საშუალება დაკარგა.

როგორი იქნება იურგენს შემდეგი ნაბიჯი? კარგი იქნებოდა, თუ ის გვარდიოლას მსგავსად ერთი წლის განმავლობაში დაისვენებდა, თუმცა ასეთ სპეციალისტზე დიდი მოთხოვნა იქნება და, სავარაუდოდ, მას არც არავინ დაასცენებს. კლოპის გათავისუფლების სიახლის გაგების შემდეგ, შესაძლოა, ის კლუბებიც კი გააქტიურდნენ, რომლებიც მწვრთნელის შეცვლას არ გეგმავდნენ. ვინ იცის, იქნებ კლოპი „რეალმა“ ან „ბარსელონამაც“ კი მიიწვიონ.

მოკლედ, მისი მიზნის გაგება ადვილია: მას თავისი მაღალი კლასის დამტკიცება სურს, დორტმუნდში შეზღუდული რესურსებით კი ეს ვერ გამოვიდა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი პირიქითაა – „ბორუსია“ მისი დონის კლუბი აღარ არის და მას გაცილებით დიდი გუნდის მართლაც შეუძლია. ერთ-ერთი კარგი ვარიანტი კლოპისთვის „მანჩესტერ სიტი“ იქნებოდა, რომელმაც ბოლო-ბოლო ფინანსებსა და წარმატებებს შორის ბალანსი უნდა იპოვოს და ტურნირების მოგება დაიწყოს. ბუკმეკერები იურგენს სწორედ მანუელ პელეგრინის ადგილას სვამენ.

რაც შეეხება თავად „ბორუსიას“, კლუბი ცნობილ სპეციალისტს არ მოიყვანს. ფეხბურთელების მსგავსად, აქ მწვრთნელების აღზრდაც უყვართ. შესაძლო კანდიდატებს შორის ამჟამად ტომას ტუხელი სახელდება. სხვათაშორის, 41 წლის სპეციალისტის მსგავსად, კლოპი ასევე „მაინცს“ თავკაცობდა და დორტმუნდში სწორედ ასე მოხვდა. ტუხელი, რომლის თავკაცობითაც „მაინცი“ ბუნდესლიგის მეხუთე ადგილზეც კი იმყოფებოდა, გაცილებით დიდი მიზნების მქონე კლუბში სიამოვნებით იმუშავებდა. ახალი გამოწვევების დრო დადგა – ტუხელი უკეთესი პესპექტივისთვის მზად უნდა იყოს, კლოპი კი სამშობლოს უნდა გასცდეს. „ბორუსიას“ მან ყველაფერი მისცა, რისი მიცემაც შეეძლო, სერ ალექს ფერგიუსონებად კი მხოლოდ ერთხეულები იბადებიან, რომელთა შორისაც გერმანელი ნამდვილად არაა.

კლოპის მოღვაწეობა დორტმუნდში ჯერ არ დასრულებულა. „ბორუსიას“ გერმანიის თასის მოგებით და ევროპის ლიგაზე გასვლით იურგენისთვის საჩუქრის გაკეთება ჯერ კიდევ შეუძლია…

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ეროვნული ლიგის პლეი-ოფი – მამა გავარდა, შვილი გადმოვიდა

ეროვნული ლიგის პლეი-ოფის 2-მატჩიანი დუელი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. “რუსთავმა” 1-2 დათმო “თელავთან” და მომდევნო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკ შოუმ რომელუ ლუკაკუს დასცინა (ფოტო)

10 დეკემბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “ინტერი” საკუთარ მოედანზე “ბარსელონასთან” 1:2 დამარცხდა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიოს აკრძალვა: არ უყუროთ “ბაიერნთან” განადგურების ვიდეომიმოხილვას!

ლონდონის “ტოტენჰემის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ფეხბურთლებს საკმაოდ საინტერესო შეზღუდვა დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაცია...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანჩელოტი გათავისუფლებამდე: “ნაპოლის” დატოვება არ მსურს”

10 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩში “ნაპოლიმ” საკუთარ კედლებშიბელგიური “გენკი” გაანადგურა (4:0) [...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის ვიდეო: როგორ განიცადა ფრენკი დე იონგმა “აიაქსის” გავარდნა

10 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის რვა დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მატჩი ამსტერდამში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “ნაპოლიმ” კარლო ანჩელოტი გაათავისუფლა

კარლო ანჩელოტის “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინეს. კლუბის მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა 60 წლის სპეციალისტს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აუარის ულამაზესი გოლი “ლაიფციგის” კარში (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, “ლიონსა” და “ლაიფციგს” შორის მიმდინარე მატჩის 50-ე წუთზე უსემ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პარი სენ-ჟერმენი” ნეიმარის შემცვლელად “ლივერპულის” ლიდერს მოისაზრ

რამდენადაც “პარი სენ-ჟერმენის” ფანსებსა და ბრაზილიელ სუპერვარსკვლავ ნეიმარს შორის ურთიერთობა ჯერჯერობით ვერ ლაგდება, საფრანგეთის ჩემპიონი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიხეილ ალავიძის ეფექტი – მერამდენმე მეკარემ დატოვა ბათუმის “დინამო”?

ბათუმის “დინამო” უკრაინელმა მეკარემ, მაქსიმ კუჩინსკმა დატოვა. კუჩინსკი “დინამომდე” უკრაინის პრემიერ ლიგელ “კარპატიშიR...
წაკითხვა
ფეხბურთი

18 დეკემბერს გასამართი “ელ კლასიკო”, შესაძლოა, გადაიდოს

ესპანურ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, 18 დეკემბერს კატალონიაში გასამართი “ელ კლასიკო”, შესაძლოა, კვლავ გადაიდოს. [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამო” საქართველოს ნაკრების ლიდერებს იმატებს?

ბათუმის “დინამოს” მფლობელის, არჩილ ბერიძის განცხადებით, გუნდი მოლაპარაკებას საქართველოს ნაკრების 2 წევრთან აწარმოებს. გავრცელებული ინფორმა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გენკის” 17 წლის მეკარე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

ბელგიური “გენკის” კარის დარაჯი, მარტინ ვანდევორდტი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა. ეს უკანასკნელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტომას ტუჰელი: “მბაპე ჩემ გადაწყვეტილებებს უნდა დაემორჩილოს”

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუჰელი, პრესასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გუნდის 20 წლის სუპერვარსკვლავისგან თავისი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი გოლი გაუტანა “ნაპოლიმ” “გენკს” (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, “ნაპოლისა” და “გენკს” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში მე-3 წუთზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამოსი: “რონალდუსა და მესისთვის ცალკე ოქროს ბურთი უნდა შექმნან”

მადრიდის “რეალის” კაპიტანს, სერხიო რამოსს ოქროს ბურთის შესახებ შეკითხვა დაუსვეს, ესპანელმა ფეხბურთელმა კი იხუმრა და […]...
წაკითხვა