კლოპი: “დევიდ კოპერფილდი არ ვარ”
“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი თვლის, რომ შედეგები დროსთან ერთად მოვა. გერმანელი სპეციალისტი ამბობს, რომ დადებითი რეზულტატისთვის თავჩაუხრელი მუშაობაა საჭირო.
“მე დევიდ კოპერფილდი არ ვარ. ყველამ იცის, რომ უფრო ადვილი სამუშაოებიც არსებობს, თუმცა მე ის კაცი არ ვარ, ვინც მარტივ გზებს ეძებს. მოცემულ სიტუაციაში ყოველვის მზად ვარ სწორი სამუშაოსთვის, როდესაც რაღაცების შეცვლა შეგიძლია, თუმცა ცვლილებები დროს მოითხოვს.
“ლივერპული” საუკეთესო მდგომარეობაში არ იმყოფება, მაგრამ ეს მე არ მაშინებს. საუბარი არ არის იმაზე, რომ რაღაცას შევცვლით და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება. არა, საუბარია სამუშაოზე. ამ მხრივ მე ვფიქრობ, რომ სწორ ადგილას ვიმყოფები.
მიყვარს მუშაობა და ამასთან ერთად, სწავლა. რა თქმა უნდა, ზოგიერთმა შედეგმა გული დამწყვიტა, თუმცა ზოგიერთ შეხვედრაში სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ფეხბურთელებმა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც აჩვენეს, რა შეუძლიათ. რთული გზა უნდა ავირჩიოთ. ეს ყველაფერი მარტივი რომ იყოს, მის გავლას ნებისმიერი შეძლებდა”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს “გარდიანი”.