კლოპი: “დღეს დამატებითი ტაიმები არავის სურდა”
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა უეფას სუპერთასის მატჩში ლონდონის “ჩელსისთან” გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.~
“ბოლო კვირის განმავლობაში ამ მატჩისთვის ვემზადევბოდით. დღეს დამატებითი ტაიმები არავის სურდა. მატჩის წინ, ცხადია, არ ვიცოდი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ტიტულის მოგება ბრწყინვალეა. სტამბოლისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქის, აქ საოცარი ატმოსფერო იყო. ჩვენ გავიმარჯვეთ და ახლა ბიჭებიც და მეც თავს კარგად ვგრძნობთ. ძალიან გახარებულები ვართ.
ოქსლეიდ-ჩემბერლენმა პირველ ტაიმში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ის სათამაშოდ მზად იყო. მისი შეცვლა იმით იყო გამოწვეული, რომ მისი ძალების ბოლომდე გამოცლა არ გვსურდა. შეცვლა შეცდომებით არ იყო გამოწვეული. ბობი ფირმინოს თამაშში ჩართვამ დიდი ცვლილება გამოიწვია. ვიცით, რომ ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი.
ფეხბურთელების თამაშგარე მდგომარეობის გვიან დაფიქსირება რთული გადასატანია, რადგან როცა გოლი გადის, მცველები ფიქრობენ, რომ მათ თავი ცუდად დაიცვეს და სანამ გაიგებენ, რომ თამაშგარე დაფიქსირდა, ისინი გაბრაზებულები არიან.
ადრიანს ჩვენ გუნდთან ბოლომდე მოსარგებად დრო სჭირდებოდა, მაგრამ ამის დრო არ დაგვრჩა და მას თამაში მალევე მოუწია. ის დიდებული პიროვნებაა, გასახდელშიც დადებით როლს ასრულებს. ის დღევანდელ გამარჯვებაში ძალიან დაგვეხარა.
ჩვენ წინააღმდეგ პენალტის დანიშვნით კმაყოფილი არ ვიყავი და ახლაც არ ვარ დაწმუნებული, რომ იმ მომენტში კონტაქტი იყო. ეს ძალიან რთული და ინტენსიური თამაში იყო. მეოთხე მსაჯს თამაშგარე მდგომარეობების დაფიქსირებაზე ვესაუბრე. ბევრ მომენტში თამაშგარი მდგომარეობის გვიან დაფიქსირება უცნაურ სიტუაციას ქმნის. კარგი იქნება, თუ სამსაჯო განყოფილება ამ მატჩს გადახედავს და ძველ წესებს დაუბრუნდება”, – განაცხადა კლოპმა.
FANEBI.COM, სტამბოლიდან