კლოპი: “დღეს დამატებითი ტაიმები არავის სურდა”

თარიღი: აგვისტო 15, 2019

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა უეფას სუპერთასის მატჩში ლონდონის “ჩელსისთან” გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.~

“ბოლო კვირის განმავლობაში ამ მატჩისთვის ვემზადევბოდით. დღეს დამატებითი ტაიმები არავის სურდა. მატჩის წინ, ცხადია, არ ვიცოდი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ტიტულის მოგება ბრწყინვალეა. სტამბოლისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქის, აქ საოცარი ატმოსფერო იყო. ჩვენ გავიმარჯვეთ და ახლა ბიჭებიც და მეც თავს კარგად ვგრძნობთ. ძალიან გახარებულები ვართ.

ოქსლეიდ-ჩემბერლენმა პირველ ტაიმში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ის სათამაშოდ მზად იყო. მისი შეცვლა იმით იყო გამოწვეული, რომ მისი ძალების ბოლომდე გამოცლა არ გვსურდა. შეცვლა შეცდომებით არ იყო გამოწვეული. ბობი ფირმინოს თამაშში ჩართვამ დიდი ცვლილება გამოიწვია. ვიცით, რომ ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი.

ფეხბურთელების თამაშგარე მდგომარეობის გვიან დაფიქსირება რთული გადასატანია, რადგან როცა გოლი გადის, მცველები ფიქრობენ, რომ მათ თავი ცუდად დაიცვეს და სანამ გაიგებენ, რომ თამაშგარე დაფიქსირდა, ისინი გაბრაზებულები არიან.

ადრიანს ჩვენ გუნდთან ბოლომდე მოსარგებად დრო სჭირდებოდა, მაგრამ ამის დრო არ დაგვრჩა და მას თამაში მალევე მოუწია. ის დიდებული პიროვნებაა, გასახდელშიც დადებით როლს ასრულებს. ის დღევანდელ გამარჯვებაში ძალიან დაგვეხარა.

ჩვენ წინააღმდეგ პენალტის დანიშვნით კმაყოფილი არ ვიყავი და ახლაც არ ვარ დაწმუნებული, რომ იმ მომენტში კონტაქტი იყო. ეს ძალიან რთული და ინტენსიური თამაში იყო. მეოთხე მსაჯს თამაშგარე მდგომარეობების დაფიქსირებაზე ვესაუბრე. ბევრ მომენტში თამაშგარი მდგომარეობის გვიან დაფიქსირება უცნაურ სიტუაციას ქმნის. კარგი იქნება, თუ სამსაჯო განყოფილება ამ მატჩს გადახედავს და ძველ წესებს დაუბრუნდება”, – განაცხადა კლოპმა.

FANEBI.COM, სტამბოლიდან

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლუკაკუ: “კონტემ მთელი გუნდის წინაშე მითხრა, რომ ნაგავი ვიყავი”

მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა. ბელგიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: როგორ დაიწყო “ტრანმირ როვერსი” – “უოტფორდის” მატჩი

23 იანვარს, ინგლისის ასოციაციის თასზე “ტრანმერ როვერსმა” საკუთარ მოედანზე “უოტფორდი” მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. მატჩი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კულტურალ ლეონესამ” ესპანეთის თასზე “ატლეტიკო” დაამარცხა – რ

24 იანვარს ესპანეთის თასზე სენსაციური რამ მოხდა. სეგუნდა B-ს ბინადარმა “კულტურალ ლეონესამ” საკუთარ მოედანზე მადრიდის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი ადამა ტრაორეზე: “დაუჯერებელია!”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “ვულვზთან” მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი ადამა ტრაორეს შესახებ გააკეთა. როგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 23 იანვარი

“მანჩესტერ იუნაიტედი” სულშერის გაშვებას არ აპირებს Sky Sports-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა ოლე გუნარ სულშე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ მოზესი “ინტერში” ითამაშებს

ლონდონის “ჩელსის” გარემარბი ვიქტორ მოზესი კარიერას მილანის “ინტერში” გააგრძელებს. მხარეებს შორის საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მსგავსი რამ არ განიხილება” – “ტორპედოს” 3 დღე დარჩა

ქუთაისის მერიასა და იტალიელ ინვესტორებს შორის ჯერჯერობით შეთანხმება არ შემდგარა, არადა გუნდს 26 იანვრამდე აქვს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საჩხერის” ჩიხურას” 20=1 მოქმედება

საჩხერის “ჩიხურამ” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს 5 ტრანსფერი განახორციელა. “ჩიხურამ” ყაზახური “ბუხარადან” მარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ემრე ჩანი დორტმუნდის “ბორუსიაში”?

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დორტმუნდის “ბორუსიას” “იუვენტუსის” ნახევარმცველის, ემრე ჩანის შეძენა სურს. გერმანული...
წაკითხვა
ფეხბურთი

იკერ კასილასი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია, ლეგენდარულმა მეკარე იკერ კასილასმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

სარი: “შეგიძლიათ რონალდუს დედას მადლობა გადაუხადოთ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ იტალიის თასის მეოთხედფინალში “რომას” დამარცხების (3:1) შემდეგ კრიშტია...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: რის გამო მიიღო მბაპემ ყვითელი ბარათი “რეიმსთან” მატჩში (ვიდეო)

საფრანგეთის თასზე, “რეიმსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში (0:3) კურიოზული რამ მოხდა. კილიან მბაპემ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარის ორიგინალური პასი “რეიმსთან” მატჩში (ვიდეო)

საფრანგეთის ლიგის თასზე, “რეიმსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის მიმდინარე მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ნეიმარმა პასი ორიგინალურად [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანო ანანიძე: “ჩემთვის პრიორიტეტი ევროპაში გადმოსვლა იყო”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოსკოვის “სპარტაკიდან” ფამაგუსტის “ანორთოსისში” გადავიდა. 27 წლის ფეხ...
წაკითხვა