კლოპი: “ევროტურნირის ფინალის საყურებლად ბაქოში ჩასვლა ძალიან სასაცილოა”
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა უეფას მაღალჩინოსნები ევროტურნირების ფინალური მატჩების ადგილმდებარეობის გამო გააკრიტიკა.
როგორც იცით, ევროპის ლიგის ფინალში ორი ინგლისური გუნდი – “არსენალი” და “ჩელსი” გავიდა. იმისათვის, რომ ინგლისელი ფანები ბაქოში ჩავიდნენ და ჩამოვიდნენ, მათ დაახლოებით 9700 კილომეტრის დაფარვა მოუწევთ. ამავდროულად, ამ კლუბების ქომაგებზე 6000-6000 ბილეთია გამოყოფილი.
“მე ვფიქრობ, ევროტურნირის ფინალის საყურებლად ბაქოში ჩასვლა ძალიან სასაცილოა. ადამიანები, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, არ ვიცი, ანაზღაურებას რაში იღებენ. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? გასულ წელს ჩვენ ფინალი კიევში ვითამაშეთ. კიევი ლამაზი ქალაქია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსული ან მსოფლიოს იმ ნაწილიდან რომელიმე კლუბი ფინალში გავიდეს.
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა ჩავიდე ბაქოში, ან საერთოდ არის თუ არა რეგულარული ფრენები ამ ქალაქისაკენ. ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს, უფრო მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს “გარდიანი”.