კლოპი: “ინგლისი ერთადერთი ადგილია, სადაც, შესაძლოა, ჩემპიონატი სატრანსფერო ბაზარზე მოიგო”
პრემიერ ლიგის პირველი ტურის შემდეგ ფეხბურთის ექსპერტები საჩემპიონო ბრძოლაში “მანჩესტერ სიტის” ერთადერთ კონკურენტად იურგენ კლოპის “ლივერპულს” მიიჩნევენ. თუმცა, როგორც ჩანს, გერმანელ სპეციალისტს ნაკლებად აინტერესებს ექსპერტების პოზიცია.
“შეუძლებელია ამაზე ნაკლებად მაინტერესებდეს, თუ რას ამბობს ხალხი ჩვენზე. მატჩის წინ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ხალხის ნათქვამი ზოგჯერ სასიამოვნოა, ზოგჯერ არა, მაგრამ ამაზე არ უნდა ვფიქრობდეთ.
მთავარი ის არის, ჩვენ რა გვინდა და ჩვენ გვინდა ყველას შევეჯიბროთ. ბოლო წლებში არაფერი მოგვიგია, სიმართლე ასეთია. ჩვენ ჩვენი მიზნისთვის ვიბრძოლებთ. არცერთი კლუბი არ დასუსტებულა, რატომ უნდა ვიყოთ მათი ერთადერთი კონკურენტები, რამდენიმე ტრანსფერის გამო?
ინგლისი ერთადერთი ადგილია, სადაც, შესაძლოა, ჩემპიონატი სატრანსფერო ბაზარზე მოიგო. ეს შეუძლებელია. ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, სხვებმა თავიანთი. ჩვენი თავით კმაყოფილნი ვართ,” – აცხადებს იურგენ კლოპი.