კლოპი: „ინგლისის ნაკრებს ზამთრის პაუზის გარეშე ევრო 2016-ზე გაუჭირდება“
„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მიიჩნებს, რომ ინგლისის ნაკრებს ევრო 2016-ზე წარმატების მიღწევა შეუძლია. ამავდროულად, გერმანელი სპეციალისტის აზრით, პრემიერლიგის კალენდარში ზამთრის შესვენება უნდა იყოს.
„ინგლისში საკმაოდ ბევრი მატჩია. ბევრი ტურნირი ტარდება, დასვენება კი არ არის. ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ ეს წარმატების საწინდარი არაა. ინგლისის ნაკრებმა კარგი სამუშაო შეასრულა და ტიტულის მოგებაც შეუძლია, რადგან მაღალი დონის მოთამაშეები გყავს, თუმცა შესვენების გარეშე ისინი ერთ წელიწადს ითამაშებენ. სხვა გუნდებს კი პაუზა აქვთ. რა თქმა უნდა, დასვენების გარეშე წარმატების მიღწევის შანსი არის, მაგრამ ეს რთულიც იქნება“, – განუცხადა კლოპმა გამოცემა „მირორს“.