კლოპი: “ჯერ კიდევ დარჩენისთვის ვიბრძვით”
იურგენ კლოპის “დორტმუნდის ბორუსიამ” “ჰანოვერი” 3:2 დაამარცხა, მაგრამ ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ მის გუნდს ჩემპიონატში დარჩენა გარანტირებული აქვს.
“ჩვენ ჯერ კიდევ დარჩენისთვის ვიბრძვით, მაგრამ სახლში ახლა უფრო მშვიდად დაბრუნება შეგვიძლია,”-განუცხადა კლოპმა Sky-ს.
“ჭაობიდან ახლახანს ამოვედით, წინ რვა ქულით გავიჭერით”.
26-ე ტურის შემდეგ, “ბორუსიას” აქტივში 33 ქულაა, რომლითაც მეათე პოზიციაზეა.