კლოპი: “კორონავირუსზე მე რატომ უნდა ვილაპარაკო?”
“ლივერპულის” მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს “ჩელსისთან” განცდილი მარცხის შემდეგ შეკითხვა კორონავირუსის გამო მატჩები შესაძლო არჩატარების საკითხზე დაუსვეს.
გერმანელი სპეციალისტი ამბობს, რომ ის კორონავირუსზე სასაუბროდ კომპეტენტური პირი არ არის.
“ცხოვრება იმის გამო არ მომწონს, რომ ფეხბურთის მწვრთნელის მოსაზრება ყოველთვის მნიშვნელოვანია. მე ეს არ მესმის. ადამიანმა, რომელსაც შესაბამისი ცოდნა არ გააჩნია, ამ საკითხის შესახებ არ უნდა ისაუბროს… ვინც იცის, ის პირველი უნდა გამოვიდეს და ილაპარაკოს.
მე არ მესმის პოლიტიკა, არ მესმის კორონავირუსი. კორონავირუსის შესახებ მე რატომ უნდა ვისაუბრო? მეც ისევე შეშფოთებული ვარ, როგორც ყველა. მეც ამ პლანეტაზე ვცხოვრობ და მინდა უსაფრთხოდ და ჯანმრთელად ვიცხოვრო. ყველას ამავეს ვუსურვებ. თუმცა, კორონავირუსის შესახებ ჩემი მოსაზრება მნიშვნელოვანი არ არის”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal.Com.