კლოპი კოუნტინიოს საგაზე: “ჩვენ არ ვცხოვრობთ ორუელის სამყაროში, სადაც ყველა ყველაფერს უცებ გებულობს”
კატალონიის “ბარსელონამ” არაერთი სარფიანი შეთავაზება გაუკეთა მერსესაიდის “ლივერპულს” ფილიპე კოუნტინიოს თაობაზე, თუმცა ბრიტანელებმა ყველა წინადადება დაბლოკეს – სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ბრაზილიელიც ინგლისურ კლუბშიდ არჩა.
იურგენ კლოპმა თავის ფეხბურთელზე ისაუბრა.
“ნუ დაუჯერებთ იმას, რასაც პრესაში წერენ. ჩვენ არ ვცხოვრობთ ორუელის სამყაროში, სადაც მთელმა მსოფლიომ, ამბის მოხდენისთანავე, ყველაფერი იცის. თუ მივიღებთ ფეხბურთელის გაყიდვაზე შემოთავაზებას, ამაზე შიდა სამზარეულოში გვიწევს დაფიქრება. კოუნტინიოს ტრანსფერზე კი ძალინ ბევრი არასწორი რამ დაიწერა, რაზეც ჩვენც არ გქვონდა წარმოდგენა.”
“დორტმუნდში სხვანაირად იყო: სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში, ფეხბურთელს, უმეტესწილად, ვუშვებდით. აქ კი გვინდა, ლიდერი შევინარჩუნოთ. ამიტომ ამ ორ სიტუაციას ერთმანეთს ვერ შევადარებ. კოუნტიონიო, წესით, მომავალ ტურში უნდა დაბრუნდეს. ის ჩვენთვის უმნიშვენლოვანესია,” – აცხადებს კლოპი.