კლოპი: “ლივერპული” სალაჰის ოქროს ბუცს არ მისდევს”
დღეს პრემიერ ლიგის 35-ე ტურში მერსესაიდის “ლივერპული” “ვესტ ბრომვიჩს” ესტურმება. ამ დაპირისპირებამდე კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ მისთვის მოჰამედ სალაჰის ოქროს ბუცზე უფრო მნიშვნელოვანი, ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.
“მოს (ასე მიმართავს სალაჰს, ავტ.) მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობა, ფინალში გასვლა და მისი მოგებაა. ჩვენ არ ვფიქრობთ ბევრს ამაზე. მიზანი სწორედ ერთია. არ ვცდილობთ, ეგვიპტელს სულ შევუქმნათ ისეთი სიტუაცია, სადაც ის მუდამ გაიტანს. ნორმალურ ფეხბურთს ვთამაშობთ, სადაც ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.”
“ახლა სხვადასხვა ტურნირზე ამ პოზიციებზე იმიტომ ვართ, რომ ჩვენს სტილში ვთამაშობთ. ფაქტია, ეს ამართლებს. მოც სწორედ იმიტომ მოვიდა აქ, რომ ჩვენი ფეხბურთი ითამაშოს. არაფრის შეცვლა გვჭირდება, უბრალოდ გზას უნდა მივყვეთ,” – ამბობს გერმანელი მწვრთნელი.