კლოპი: “ლივერპულმა” ეს ფეხბურთელი დაკარგა”
მერსესაიდის “ლივერპულის” მთავარმა მწვრნელმა, იურგენ კლოპმა 27 დეკემბერს გასამართ პრემიერ ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაზე (“სტოკ სიტის” წინააღმდეგ) ისაუბრა. გერმანელი სპეციალისტი მეტოქის ერთ-ერთ მოთამაშეს, ჯო ალენს შეეხო, რომელიც 4 წლის მანძილზე მერსესაიდულ კლუბში გამოდიოდა. იგი გასულ ზაფხულს წავიდა კლოპის გუნდიდან.
“დავკარგეთ თუ არა ალენი? დიახ. საოცარი და ძლიერი ფეხბურთელი!”
“ყველამ ვიცით ჯოს შესაძლებლობები. ის ნამდვილი პროფესიონალი და “სტოკის” ერთ-ერთ წამყვანი ფიგურაა!”
“ალენის გადაწყვეტილება აბსოლუტურად მისაღებია. იგი, “ლივერპულში გატარებული 4 წლიდან, ბოლო 2 წლის მანძილზე სასტარტოში ვეღარ ხვდებოდა. ასეთ სპორტსმენებს სათამაშო დრო სურთ, რომლის მანძლზეც თავიანთ პოტენციალს გამოავლენენ. სწორედ ამიტომ დაგვტოვა უელსელმა.”
“ახლა მას “სტოკში” უფრო მეტად აქვს შემტევის როლი, ვიდრე ჩემს გუნდში.”
“როცა “ლივერპულს” ფეხბურთელები ტოვებენ, ისინი უკვე გამოცდილები და ჩამოყალიბებულები არიან. თუ გადაწყვეტ ჩვენს დატოვებას, მაშინ ახალ გუნდში გვაჩვენე, რა ისწავლე ჩვენგან,” – განაცხადა კლოპმა.