კლოპი: “ლივერპულს” ჩემი შეცვლა გაუჭირდება”

თარიღი: ოქტომბერი 13, 2017

მერსესაიდის “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი თვლის, რომ ახლა “ლივერპულს” სწორედ მისნაირი სპეციალისტი სჭირდება და რომ ის მდგომარეობის სასიკეთოდ შეცვლას შეძლებს.

“ცხრილის სათავეში მყოფ გუნდებს დიდად არ ჩამოვრჩებით, მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილი ცოტა უფრო განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის.

საუბედუროდ, თუ ისინი ახლა განმათავისუფლებენ, ბევრი არაა ისეთი, ვინც ამ საქმის ჩემზე უკეთ გაკეთებას შეძლებს. არ ვამბობ, რომ უნაკლო ვარ, მაგრამ ამ მომენტში უკეთესი ვარიანტის პოვნა ძალიან რთულია.

ვფიქრობ, “ლივერპულელების” 98 პროცენტს სჯერა, რომ სწორ გზას ვადგავართ და წარმატებებსაც მივაღწევთ. მართალია, ეს რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით ძველი დიდება დავიბრუნოთ,” – აცხადებს იურგენ კლოპი.

მსგავსი სიახლეები