კლოპი: “მანჩესტერს” “ენფილდზე” ვეთამაშებით და ეს უნდა გამოვიყენოთ”
ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ტურის ცენტრალური მატჩი “ენფილდზე” ჩატარდება, სადაც “ლივერპული” “მანჩესტერ იუნაიტედს” მიიღებს. დამდეგი შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა.
“აღნიშნული შეხვედრის ისტორია ჩემთვის ცნობილია. მახარებს ის აჟიოტაჟი, რაც ამ მატჩის ირგვლივ არის შექმნილი. ასეთ შეხვედრაში ყველაფერი შესაძლებელია, მოხდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მატჩს მთელი მსოფლიო მიადევნებს თვალყურს.
შეხვედრა “ენფილდზე” ჩატარდება და ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ. ჩვენთვის დიდი პატივია ასეთ ისტორიულ შეხვედრაში მონაწილეობა”, – კლოპის კომენტარი მერსისაიდული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
“ლივერპულსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის მატჩი 17 ოქტომბერს ჩატარდება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.