კლოპი: “მხოლოდ ინგლისში იხურება სატრანსფერო ფანჯარა სეზონის დაწყებამდე, უაზრობაა”
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა პრემიერ ლიგის მესვეურთა გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ინგლისურ კლუბებისთვის სატრანსფერო ფანჯარა სეზონის დაწყებამდე იხურება.
“დიდად არ მაღელვებს, თუ როდის დაიხურება სატრანსფერო ფანჯარა, თუმცა მთავარია, რომ ეს დედლაინი ყველასათვის ერთი იყოს. სწორედ ამაში მდგომარეობდა არსი. გასაგებია, რომ ფანჯარა სეზონის დაწყებამდე უნდა იხურებოდეს და საუბრებიც იყო ამაზე.
საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ ინგლისში იხურება სატრანსფერო ფანჯარა სეზონის დაწყებამდე. ეს ხომ უაზრობაა. ეს მხოლოდ პრემიერე ლიგის კლუბების საზიანოდაა. ჩვენ არ გვეხება, თუმცა სხვა კლუბებს ჯერ კიდევ ტრანსფერზე ყავთ საკვანძო ფეხბურთელები, ისე რომ მათი შემცვლელი არ მოუყვანიათ.
გვინდოდა, რომ გუნდებსს შეთამაშებისთვის მეტი დრო ჰქონოდათ, თუმცა სანამ სატრანსფერო ფანჯარა სხვა ქვეყნებში ღიაა, ეს არ მოხდება. კარგი აზრი იყო, თუმცა ჩავფლავდით,” – აცხადებს კლოპი.