კლოპი: “მოურინიო მეკარე იყო?” (ვიდეო)
11 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგის 22-ე ტურში ლონდონის “ტოტენჰემი” საკუთარ მოედანზე “ლივერპულს” დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე ლივერპულელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა პრესკონფერენცია გამართა.
პრესკონფერენციაზე, კლოპს დააინტერესა, თუ რა პოზიციაზე თამაშობდა ჟოზე მოურინიო ფეხბურთელის კარიერის დროს.
ჟურნალისტი: “თქვენ მოურინიოზე კარგი ფეხბურთელი იყავით?”
კლოპი: “არ ვიცი. ჟოზე მოთამაშე იყო? მეკარე იყო? ვინმემ იცის, რა პოზიციაზე თამაშობდა მოურინიო?”
ჟურნალისტი: “ის საქველმოქმედო მატჩებში რამდენჯერმე კარში იდგა, არა?”
კლოპი: “მინდა, რომ ვიცოდე. დაგუგლეთ!”
“ლივერპულის” პრეს-ოფიცერი: “დრო არ გვაქვს.”
კლოპი: “ჩვენ გვაქვს დრო… მე მაქვს დრო… დაგუგლეთ!”
ჟურნალისტი: “ნახევარმცველი იყო.”
კლოპი: “ბოდიში, ჟოზე.”
Jürgen Klopp needed reminding of what Jose Mourinho’s position was and nobody knew 😂😂 #YNWA pic.twitter.com/LBrlEWYavF
— ivan 🦦 (@Scotty2Thotty) January 10, 2020