კლოპი: “ფეხბურთი მარტივი თამაშია, მაგრამ გამარჯვებაა რთული”
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ინგლისის პრემიერლიგაში საკუთარი გუნდის სტარტი შეაფასა. შეგახსენებთ, რომ “წითლებმა” გასვლაზე “ჩელსი” (2:1) და “არსენალი” (4:3) დაამარცხეს, შინ კი “ლესტერ სიტის” მოუგეს (4:1). გარდა ამისა, სტუმრად ფრედ ითამაშეს “ტოტენჰემთან” (1:1) და დამარცხდნენ “ბარნლისთან” (0:2).
“ჯერ მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. პრემიერლიგაში ხუთი მატჩი ჩავატარეთ, ორი სათასო შეხვედრაც ვითამაშეთ. სტაბილურობას უნდა მივაღწიოთ და ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი უნდა ვიპოვოთ.
ასე არ ვფიქრობთ: “დიახ, ჩვენ ეს შევძელით”. ფეხბურთი საკმაოდ მარტივი თამაშია, მაგრამ გამარჯვების მოპოვებაა რთული. ყოველთვის უნდა ვიფიქროთ მომავალ მატჩზე და წარსულში მოპოვებული წარმატებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ”, – კლოპის კომენტარი “სქაი სპორტსმა” გამოაქვეყნა.