კლოპი: “პრემიერ ლიგაში ექვსქულიანი ჰანდიკაპი არაფერს ნიშნავს”
პრემიერ ლიგის მე-19 ტურში ყველასათვის მოულოდნელად “ლესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტი” დაამარცხა, რითიც “ლივერპულმა” უშუალო კონკურენტთან ჰანდიკაპი ექვს ქულამდე გაზარდა. თუმცაღა, იურგენ კლოპის თქმით, ეს ბევრ არაფერს ნიშნავს.
“მართალია, რომ ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო, თუმცა პრემიერ ლიგაში ექვსქულიანი ჰანდიკაპი არაფერს ნიშნავს. მომდევნო ტურებში “არსენალსა” და “სიტის” უნდა დავუპირისპირდეთ.
გვინდა, რომ თავად დავწეროთ ჩვენი ისტორია. საკმაოდ კარგ სიტუაციაში ვიმყოფებით, რიცხვები ჩვენს სასარგებლოდაა, თუმცა წინ კიდევ 19 მატჩი გველის.
ასე რომ, “არსენალის”, “სიტისა” და “ტოტენჰემის” წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ, რაც ძალიან რთულია. წინ ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა თუ ჩვენს საქმეს ზედმიწევნით კარგად შევასრულებთ, ყველაფერი გამოვა,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.