კლოპი: “რეალს” სუსტი წერტილები ფაქტობრივად არ აქვს”

თარიღი: მაისი 24, 2018

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “რეალთან” გასამართ მატჩზე საუბრისას, როგორც მოსალოდნელი იყო, მადრიდელთა უპირატესობასა და სიძლიერეს გაუსვა ხაზი.

“ამ გუნდმა ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ახლაც ფინალში იმყოფებიან! “ბაიერნს” ეგონა, რომ უკეთესი გუნდი ჰყავდა, მაგრამ ყველამ ვნახეთ, თუ ვინ აღმოჩნდა უფრო ძლიერი.

“რეალს” ორი გოლის გასატანად ოთხი შანსი დასჭირდა, მაშინ როდესაც “ბაიერნმა” რვიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა. “ბლანკოსი” თავიდან ბოლომდე სავსეა გამოცდილებით. ამ გუნდს სუსტი წერტილები ფაქტობრივად არ გააჩნია.

ფეხბურთი ისეთი მარტივი არ არის, რომ ვთქვათ – “თუ მარსელო შეტევაში წავა და მის სივრცეებს სალაჰი აითვისებს, სალაჰი რამოსთან მარტო დარჩება”. ვიცით რომ შანსები მოგვეცემა და მაქსიმალურად ვეცდებით მათ გამოყენებას.

სულ ერთსა და იმავეს ამბობენ: “იუვესთან” “რეალს” გაუმართლა, გაუმართლა “ბაიერნთანაც”. მაგრამ შეუძლებელია ბოლო ხუთი წლის მანძილზე ოთხჯერ გახვიდე ფინალში გამართლების ხარჯზე,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

მსგავსი სიახლეები