კლოპი “რეალთან” შეხვედრაზე: “ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს”
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, მეოთხედფინალში “მერსესაიდელები” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდებიან.
“ამაღელვებელია. ბევრისთვის რთული წილისყრა გამოდგა, მაგრამ ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. სხვა კლუბებს რომ შევხედე, გაოცებული დავრჩი. ყველანი ძალიან ძლიერები არიან. მოუთმენლად ველი ამ მატჩებს.
“რეალს” ორი წლის წინ დავუპირისპირდით. ის მატჩი ჩვენთვის ძალიან რთული იყო. ვიცი, რომ ახლა სხვა სიტუაციაა. ისიც კი არ ვიცით, თუ სად გაიმართება მატჩები. წილისყრაზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი,” – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
აქვე გეტყვით, რომ “რეალი” – “ლივერპულის” წყვილის გამარჯვებული ნახევარფინალში “ჩელსისა” და “პორტუს” წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.