კლოპი: “როცა დავინახე, რაც სალაჰმა გააკეთა, ტირილთან ახლოს ვიყავი”
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “არსენალთან” მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ მოჰამედ სალაჰზე კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, სალაჰი “ლივერპულში” პენალტების პირველი შემსრულებელია. 65-ე წუთზე მან თერთმეტმეტრიანი ფირმინოს დაუთმო, ბრაზილიელმა კი დარტყმა ზუსტად შეასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეგვიპტელს ამ მატჩში პენალტით გოლი უკვე გატანილი ჰქონდა.
“როცა სალაჰმა ბობის პენალტი დაუთმო, ტირილთან ახლოს ვიყავი. ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ ძალიან უნდა მოჰამედს გოლების გატანა, მაგრამ მან თერთმეტმეტრიანი ფირმინოს დაუთმო”, – განაცხადა კლოპმა.
"When Mo gave Bobby the penalty I was close to crying. We all know how much Mo wants to score goals but he gave it to Bobby"
– Jurgen Klopp#LIVARS @LFC pic.twitter.com/domWwa4LMg
— Premier League (@premierleague) December 29, 2018