კლოპი: “როცა გამოუცდელი ფეხბურთელებით თამაშობ, არც “პლიმუთია” მარტივი მეტოქე”
8 იანვარს ინგლისის ასოციაციის თასის შეხვედრები შედგა. მესრესაიდის “ლივერპულმა” “ლიგა 2”-ში მოასპარეზე “პლიმუთი” მიიღო და მეტოქესთან უგოლო ფრე გააგორა. საგულისხმოა, რომ იურგენ კლოპის შეგირდები მოედანზე, ფაქტობრივად, მეორე შემადგენლობით გამოვიდნენ. პრემიერ ლიგის წინა ტურში “სანდერლენდთან” მყოფი სასტარტო თერთმეტეულიდან, აღნიშნულ შეხვედრაში, მხოლოდ და მხოლოდ, ემრე ჩანი იყო ძირითად შემადგენლობაში.
საგულისხმოა, რომ ამ დაპირისპირებაში “ლივერპულმა” ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობით ითამაშა – საშუალო ასაკი 21 წელი და 296 დღე იყო. ამით ინგისელებმა 1965 წელს დამყარებული თავიანთი რეკორდი მოხსნეს.
“ლიერპულის” დამრიგებელმა, იურგენ კლოპმა წარუმატებელი მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“სხვათა შორის, უფრო ძლიერი შეადგენლობითაც შესაძლებელი იყო, იგივე შედეგი მიგვეღო. წარმატების შანსი მეტი იქნებოდა, თუმცა გამორიცხული არაფერია.”
“დღევანდელი თამაში ჩემი ბიჭებისთვის დიდი გამოცდილება იყო. ისინი ახლაგაზრდები არაიან და ასეთი დონის შეხვედრებში მარტივად გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ.”
“უფრო მეტი მონდომება გვმართებს. თუ მეტად დავიხარჯებით, დიდია შანსი, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.”
“მიმაჩნია, რომ ფრის დასრულების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მოთმინება დავკარგეთ და, შედეგად, სწორი ნაბიჯები არ გადავდგით.”
“ცხოვრებაში პირველად, პლიმუთში მომიწევს ჩასვლა ჩემს გუნდთან ერთად და იმედია, ეს მოგზაურობა წარმატებული იქნება,” – განაცხადა იურგენ კლოპმა.